25-11-2025
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს.
რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია „თანმიმდევრულ პოლიტიკაში“? და როგორია მდგრადი განვითარების ინდიკატორების მიხედვით, სხვადასხვა მმართველობითი ორგანოების და უწყებების კოორდინაციის მახასიათებლები.
გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო, მსოფლიოში 24-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპაში კი, მე-13 ადგილზე გამწესდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, OECD -ის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იაპონია, გერმანია, შვეიცარია, შვედეთი, ისლანდია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, ჩრდილოეთ მაკედონია, ისრაელი, თურქეთი. ამასთან, საქართველო რეიტინგით უთანაბრდება დიდი შვიდეულის 1 და ევროკავშირის წევრ 6 სახელმწიფოს: იტალიას, პორტუგალიას, პოლონეთს, ჩეხეთს, ხორვატიას, ლატვიას.
| « მარტი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 | |||||