გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: უსამშობლოებს ახასიათებთ საინტერესო წამოცდენები - თინა ბოკუჩავამ იცის თუ როდის დაუბრუნებენ მიტაცებულ თანხებს ბიძინა ივანიშვილს, დასავლეთში, რომელიღაც დერეფანში ეტყოდნენ და ამ პოლიტიკანმა გათქვა მისი მეთოჯინეები

25-11-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას სკანდალურ აღიარებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „უსამშობლოებს ახასიათებთ საინტერესო წამოცდენები - თინა ბოკუჩავამ იცის თუ როდის დაუბრუნებენ მიტაცებულ თანხებს ბიძინა ივანიშვილს, დასავლეთში, რომელიღაც დერეფანში ეტყოდნენ და ამ პოლიტიკანმა გათქვა მისი მეთოჯინეები“.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, „დიფ სთეითის“ სავალალოდ უნდა ითქვას, რომ მიზანს ვერასდროს მიაღწევენ - ივანიშვილების ოჯახის ქონება ქართულ ინტერესებზე არ იცვლება! ჩვენი ხელისუფლება არავის ვასალი არ იქნება! ჩვენი საზოგადოება მტრების შანტაჟს არასოდეს დაექვემდებარება.


„უსამშობლოებს ახასიათებთ საინტერესო წამოცდენები - თინა ბოკუჩავამ იცის თუ როდის დაუბრუნებენ მიტაცებულ თანხებს ბიძინა ივანიშვილს, დასავლეთში, რომელიღაც დერეფანში ეტყოდნენ და ამ პოლიტიკანმა გათქვა მისი მეთოჯინეები. „დიფ სთეითის“ სავალალოდ უნდა ითქვას, რომ მიზანს ვერასდროს მიაღწევენ - ივანიშვილების ოჯახის ქონება ქართულ ინტერესებზე არ იცვლება! ჩვენი ხელისუფლება არავის ვასალი არ იქნება! ჩვენი საზოგადოება მტრების შანტაჟს არასოდეს დაექვემდებარება! უცხოელი ავისმოსურნეების საქართველოში წარუმატებლობის მთავარი მიზეზებია: - არ იცნობენ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის რეალურ განწყობებს; - მუდმივად წარუმატებელი ფსონები აქვთ დადებული საზოგადოებრივ-პოლიტიკურად კეთროვან ნაცმარგინალებზე.


ცნობისთვის, სკანდალურ აღიარებაში „ნაცების“ თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი, „კრედიტ სუისის“ მიერ მითვისებულ კუთვნილ თანხას იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, „თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას““, - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031