გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანული სამოგზაურო გამოცემა Reisereporter მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

25-11-2025

ცნობილგერმანულ სამოგზაურო პლატფორმა  Reisereporter საქართველოს ტურისტული პონტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით ყველაზე შთამბეჭდავი ადგილები საქართველოში მოგზაურობისთვის“.


 გამოცემის ჟურნალისტი  ლენა კატარინა სტავსკი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედია ტურის ფარგლებში იმყოფებოდა. 

საქართველოყოველ ნაბიჯზე გამაოცა, თავისი ბუნებით, ისტორიითა და ავთენტური კულტურით. ძნელად მოიძებნება სხვა ქვეყანა, სადაც ასეთ მცირე ტერიტორიაზე ამდენი მრავალფეროვნებაა თავმოყრილი“.


სტატიაში აღწერილია თბილისი, ფარავნის ტბა, ვარძია, ქუთაისი, ჟინვალის წყალსაცავი, ასურეთი, კახეთი, საქართველოს გასტრო ტურისტული მრავალფეროვნება და ქართული ღვინო.


თბილისი კონტრასტების ქალაქია, სადაც ერთმანეთთან შეუფერხებლად თანაარსებობს თანამედროვე არქიტექტურა, უძველესი ისტორია და ცოცხალი ქუჩის კულტურა, კახეთი კი ღვინისა და ტრადიციების ნამდვილი აკვანია, რომელიც მოგზაურებს ადგილობრივ კულტურასთან  მჭიდრო კავშირს აგრძნობინებს. ვარძია ეს არის  გამოქვაბული ქალაქი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილია და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. კლდეში ნაკვეთი ქალაქი 600-ზე მეტ სივრცეს  მოიცავს:  სამლოცველოებს, სამრეკლოს, სატრაპეზოებს, ღვინის მარნებსა და ბერების კელიებს“,-წერს Reisereporter-ის ჟურნალისტი.


https://www.reisereporter.de/reiseziele/europa/georgien/rundreise-durch-georgien-das-sind-die-spektakulaersten-orte-des-landes-HVBXAJFNJVEJLBHNFCBZ4ZJW7Q.html

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031