გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან სალუქვაძე „კრედიტ სუისის“ დავასთან დაკავშირებით ბოკუჩავას აღიარებაზე: გზავნილის გახმოვანება დაავალეს და ამანაც სასწრაფოდ გაახმოვანა - აქამდე ამტკიცებდნენ, ამ საქმეს პოლიტიკასთან არ აქვს შეხებაო და ახლა პირდაპირ გაახმოვანებინეს

25-11-2025

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას მიერ დღეს ბრიფინგზე განცხადების სახით გაკეთებულ სკანდალურ აღიარებას ეხმიანება.


ამირან სალუქვაძის განცხადებით, თინა ბოკუჩავას აღნიშნული გზავნილის გახმოვანება დაავალეს, რამდენადაც აქამდე მას მსგავს თემასთან დაკავშირებით არასდროს ჰქონია ბრიფინგი, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავის პოლიტიკასთან შეხებას ადასტურებს, რასაც აქამდე უარყოფდნენ.


„ამ გზავნილის გახმოვანება დაავალეს და ამანაც სასწრაფოდ გაახმოვანა: „თუ გააკეთებ, რასაც გეუბნებით, მილიარდს დაიბრუნებო“. როდის იყო ბოკუჩავა ამ თემაზე ბრიფინგს აწყობდა?! გუშინ გავრცელდა თუ არა სასამართლოს განაჩენი, მყისიერად ბრიფინგი დააანონსა. ასე იყო დაგეგმილი. აქამდე ამტკიცებდნენ, ამ საქმეს პოლიტიკასთან არ აქვს შეხებაო და ახლა პირდაპირ გაახმოვანებინეს“,- წერს ამირან სალუქვაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031