გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ახლა მიხვდით, თუ როგორი დროული იყო კანონის მიღება და რა აუცილებლობაა ქართული საზოგადოების დაცვა ამ აღვირახსნილი პროპაგანდისგან?!

25-11-2025

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში.


მისივე შეფასებით, დროული იყო კანონის მიღება და ქართული საზოგადოების დაცვა ამ აღვირახსნილი პროპაგანდისგან.


„ახლა კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ევრობიუროკრატიაზე - „და მათ ნამდვილად იცეკვეს!“ არა და საიდან დაიწყო - თავისთვის არიან, რა პრობლემაა, სიყვარული სიყვარულია და სახლში ხომ არ გვივარდებიან?! ან როდის იყო ევრობიუროკრატია თავს გვახვევდა ერთსქესიანთა ქორწინებას?! ახლა მიხვდით, თუ როგორი დროული იყო კანონის მიღება და რა აუცილებლობაა ქართული საზოგადოების დაცვა ამ აღვირახსნილი პროპაგანდისგან?!“, - წერს ქადაგიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031