გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია ბოკუჩავას განცხადებაზე: ეტყობა, ვერ იცნობენ კარგად ბიძინა ივანიშვილს, სახელმწიფოს ფულზე დახარბებულ თავიანთ ლიდერში ეშლებათ, რომელიც ქვეყანას კაპიკებზე ყიდდა და ჩუქნიდა კიდეც, რუსებიდან დაწყებული ყველას

25-11-2025

გიორგი გამსახურდია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისის“ მიერ მითვისებულ თანხას მაშინ დაიბრუნებს, „თუ მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას“. გამსახურდია X-ზე წერს, რომ როგორც ჩანს კარგად არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს და თავიანთ ლიდერში ეშლებათ, რომელმაც ქვეყანა „კაპიკებზე“ გაყიდა.


„ვერ იცნობენ კარგად მანქურთები ბიძინა ივანიშვილს ეტყობა. თავიანთ სახელმწიფოს ფულზე დახარბებულ, მანიაკ ლიდერში ეშლებათ. რომელიც, 607 მილიონ დოლარად კი არა, ქვეყანას კაპიკებზე ყიდიდა და მეტ შემთხვევაში ჩუქნიდა კიდევაც, რუსებიდან დაწყებული ყველას. ეს მიშას აიფონზე მოღვაწე ქალი კიდევ, ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ წლებია ვიძახით, რომ ეს ფული შანტაჟის საგანია და სხვა არაფერი“, - წერს გამსახურდია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031