გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: როცა „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა თავდაცვითი მექანიზმები ოჯახურ ღირებულებებზე და არასრულწლოვნებზე, აგენტოკრატია ამას კრემლის ცრუ პროპაგანდას უკავშირებდა, თუმცა რეალობა ევრობიუროკრატთა სიცრუეს გვაჩვენებს

25-11-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ამ მორიგი თვითდამაზიანებელი გადაწყვეტილებით, ევროკრატიას მოუწევს შიდა ბრძოლები ერთნაირსქესიანთა ქორწინების არმცნობ ქვეყნებთან.


„ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ევრობლოკმა ერთსულოვნად უნდა აღიაროს ერთნაირსქესიანთა ქორწინება: როცა „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა თავდაცვითი მექანიზმები ოჯახურ ღირებულებებზე და არასრულწლოვნებზე, აგენტოკრატია ამას კრემლის ცრუ პროპაგანდას უკავშირებდა, თუმცა რეალობა ევრობიუროკრატთა სიცრუეს გვაჩვენებს. ამ მორიგი თვითდამაზიანებელი გადაწყვეტილებით, ევროკრატიას მოუწევს შიდა ბრძოლები ერთნაირსქესიანთა ქორწინების არმცნობ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არიან, მაგალითად: ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ლიეტუვა. გამოჩნდებიან სხვა მოწინააღმდეგეებიც, რომლებსაც ძალიან მობეზრდათ ფონ დერ „ფაიზერის“კაბინეტში გენერირებული სავალდებულო სიბრიყვეები. ძლიერდება დეგრადაცია ბრიუსელის არარჩეულ მაღალჩინოსნებში ევროპაზე და კავშირში წევრობის მსურველებზე ისეთი სიმახინჯეების თავზე მოხვევით, რომლებიც არ მიესადაგება კონსერვატიულად განწყობილ საზოგადოებებს. და ისინი უმცირესობას ნამდვილად არ წარმოადგენენ“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031