გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი TV პირველს: თქვენს მიერ გაჟღერებულ ფრაზაში ყოველი სიტყვა ბინძური ტყუილია; ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ სასამართლოში გიჩივლებდით

26-11-2025

გუშინ, TV პირველზე, საღამოს გამოშვება დაიწყო შემდეგი ფრაზით: თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს სააკაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მელია ივანიშვილთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„ძვირფასო TV პირველო, გადაამოწმეთ თქვენი წყაროები, ვინაიდან ამ ფრაზაში ყოველი სიტყვა ბინძური ტყუილია. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ იძულებული გავხდებოდი მეჩივლა სასამართლოში.


ამდენი კარგი საქმის და ჟურნალისტების გმირული ბრძოლის ფონზე, მოვუწოდებ ხელმძღვანელობას, გადაამოწმეთ ფაქტები და ნუ გაებმებით მახეში“ - წერს სააკაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930