გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტაბილური ბიზნეს რეგულაციებით საქართველოს მთავრობა მსოფლიო რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო შვიდეულშია

26-11-2025

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სტაბილური ბიზნეს რეგულაციების რეიტინგს აქვეყნებს.


რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე: რამდენად უზრუნველყოფს მთავრობა ბიზნესის კეთებისთვის სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს.


გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო, მსოფლიოს რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო შვიდეულში გამწესდა.


საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, OCED-ის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 33 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, კანადა, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი, ისრაელი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა.


ევროპის საუკეთესო შვიდეული ასე ჩამოყალიბდა: შვეიცარია, ლუქსემბურგი, ფინეთი, დანია, ირლანდია, ნორვეგია, და საქართველო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930