გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ სიღრმისეულად გავაანალიზეთ ბოლონიის პროცესის თითოეული მოთხოვნა და განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია აღნიშნულ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია

26-11-2025

განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია, რომელიც წარმოვადგინეთ, სრულ შესაბამისობაშია ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.


მისივე თქმით, ხელისუფლებამ სრულად გააანალიზა ბოლონიის პროცესის თითოეული მოთხოვნა.


„ჩვენ სიღრმისეულად გავაანალიზეთ ბოლონიის პროცესის თითოეული მოთხოვნა, მათ შორის, სწავლების ხანგრძლივობის ნაწილში, სხვა რეგულაციების ნაწილში და ბუნებრივია, ჩვენ, ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ის კონცეფცია რომელიც წარმოვადგინეთ, წარმოვადგინეთ სრულ შესაბამისობაში ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან,"- განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31