გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი, სამუშაო ადგილები

26-11-2025

სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს იმისათვის, რომ შესაბამის საწარმოებში მოხერხდეს დასაქმების მაჩვენებლის შენარჩუნება და არამხოლოდ ზოგადად ზრუნავს, არამედ ძალიან მსხვილი ინვესტიციებიც იდება ამაში, ძირითადად, ეს არის გამოხატული ძალიან მასშტაბურ საგადასახადო და სხვა შეღავათებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.


მისივე თქმით, რომ არა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ეს შეღავათები, საწარმოები ვერ შეძლებდნენ ფუნქციონირების გაგრძელებას.


„რომ არა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ეს შეღავათები, საწარმოებს გაუჭირდებოდათ ფუნქციონირების გაგრძელება, ვერ შეძლებდნენ ფუნქციონირების გაგრძელებას, ანუ რეალურად, დოტაციურია ერთი და მეორე მაღარო და, საბოლოო ჯამში, სწორედ, სახელმწიფოს მხარდაჭერის ხარჯზე ხერხდება შესაბამისი სამუშაო ადგილების შენარჩუნება. მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები,"- განაცხადა პრემიერმა.


კითხვაზე, რომელიც დაკავებულ მაღაროელებს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კრიმინალი დაუსჯელი ვერ დარჩება.


„რაც შეეხება კონკრეტულ 6 პიროვნებას, ეს არის კონკრეტული სისხლისსამართლებრივი საქმე და მე სიღრმეში ვერ შევალ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ. როდესაც ადამიანები ძალადობენ, კონკრეტულ შემთხვევაზე ვსაუბრობ, არამარტო სამართალდამცავებზე, სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, არამედ ძალადობენ საკუთარ კოლეგებზეც, სხვა მაღაროელებზე, როცა უხეშად, კრიმინალური ფორმებით ძალადობენ საკუთარ კოლეგებზე, იქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ თავისი სათქმელი უნდა თქვას. ბუნებრივია, კრიმინალი ვერ დარჩება დაუსჯელი. როდესაც ადამიანები არამარტო სახელმწიფოს წარმომადგენლების წინააღმდეგ, არამედ საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ, მაღაროელების წინააღმდეგაც ძალადობენ უხეში ფორმით, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031