გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა დობორჯგინიძე მარკ რუტეს განცხადებაზე: ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე „ბალტიისჭირეთმა“ ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც არსებითად ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო - და რა სარგებელი?

26-11-2025

„ქართული ოცნება“ უნდა გავაკრიტიკოთ იმის გამო, რომ კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც გვიქმნის რისკებს, მაგრამ რომელშიც არ გვიღებენ, და რომლის ღია კარსაც მალე ცხვირწინ მოგვიჯახუნებენ“, - წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში.


იგი ეხმიანება ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით ძალზე შეშფოთებულია და ამის შესახებ ქართველებსაც აცნობეს.


დობორჯგინიძის თქმით, ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა და ოპოზიცია ერთად ამოიღებდა 78-ე მუხლს, ვინაიდან, საქართველომ ნატოს მისიებში მონაწილეობის, ჯარისკაცების დიდი კონტინგენტის გაგზავნით და რუსეთთან ესკალაციის რისკის გაზრდით ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციისგან ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო.


„„ქართული ოცნება“ უნდა გავაკრიტიკოთ იმის გამო, რომ კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც გვიქმნის რისკებს, მაგრამ რომელშიც არ გვიღებენ, და რომლის ღია კარსაც მალე ცხვირწინ მოგვიჯახუნებენ.


ზოგადად, როგორ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუციაში მუხლი შეეხებოდეს კონკრეტული ორგანიზაციის წევრობას, თვითკოლონიალიზმია, მაგრამ ახლა უკვე კონკრეტული უსაფრთხოების რისკია, რომელიც ოცნებამ შეგვიქმნა.


ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა და ოპოზიცია ერთად ამოიღებდა 78-ე მუხლს. ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე „ბალტიისჭირეთმა“ ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო არსებითად. და რა სარგებელი? რუსეთთან ესკალაციის რისკი გავზარდეთ ისე, რომ არსად არ მიგვიღეს და აწი მით უმეტეს აღარ მიგვიღებენ და კიდევ მარკ რუტეა თურმე აღშფოთებული“, - წერს ზაზა დობორჯგინიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031