გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და უნგრეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ორმხრივი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა

28-11-2025

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ, შეხვედრა გამართა უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან.


საქართველოსა და უნგრეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ორმხრივი შერეული კომისიის სხდომა პირველად შედგა.
 

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვების კვოტების განსაზღვრა და მათი ეფექტურად გამოყენების საკითხები.


სხდომის შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის საფუძველზე, საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების არსებული სანებართვო კვოტა 50%-ით გაიზარდა.


ორმხრივი შერეული კომისიის მომდევნო სხდომა 2026 წელს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.


ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031