28-11-2025
საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2 თანხმლებ პირთან ერთად ფიზიკური ძალადობა განახორციელა თანასოფლელზე.
აღნიშნული ფაქტის შემდგომ დაშავებული პირის დასახმარებლად მისულმა ნათესავებმა ფიზიკური შეურაცხყოფს მიყენეს ადგილზე მყოფ არასრულწლოვნებს, რა დროსაც, ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთ პირს.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა", „ბ", „გ" ქვეპუნქტებით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ,) 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია), წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
| « მარტი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 | |||||