გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

29-11-2025

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„სამართალდამცველებმა აღნიშნული - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 1988 წელს დაბადებული პ.კ.-ს ავტომობილისა და მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.


პოლიციამ პ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავა.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები 24 საათის განმავლობაში, განაგრძობენ ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათ მიმართ, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების გატარებას.


დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031