გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

29-11-2025

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა ქ. პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და მებაღეობის მსოფლიო კონფერენცია – AFHWC 2025“ მიიღეს მონაწილეობა.


ცენტრის მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენება „სუბალპური არყნარი ტყის სუქცესიური სტადიების პოტენციალის განსაზღვრა ცენტრალურ კავკასიონზე“.


მოხსენებაში განხილული იყო ცენტრალური კავკასიონის სუბალპური არყნარი ეკოსისტემების დინამიკა და მათი განვითარების ტენდენციები 2010–2025 წლებში.


აღნიშნული ტიპის საერთაშორისო ღონისძიებებში ცენტრის ჩართულობა ხელს უწყობს თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების გაზიარებას, პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებას და მომავალი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების დაგეგმვას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალური მკვლევრებისთვის, ისე ქვეყნის სამეცნიერო სივრცისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31