გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია: 34 წლის წინ, დღევანდელი აკაცუკების პოლიტიკურმა და ფიზიკურმა წინაპრებმა, პარლამენტის შენობას ზარბაზნები ესროლეს, ახლა კიდევ ეს მანქურთები აგრძელებენ

29-11-2025

„როგორც ყოველთვის, შალვას [პაპუაშვილი] აკადემიური და ფაქტებზე დაყრდნობილი, ამომწურავი პასუხი, სადაც ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, მანქურთების პროპაგანდისტებს პასუხები არ აქვთ, უფრო სწორედ აქვთ, მაგრამ უტიფრობენ, მათი სტილია“, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია შალვა პაპუაშვილის მიერ ერთ-ერთ ოპოზიციონერ ჟურნალისტთან გამართულ დისკუსიას.


გამსახურდია ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარეს და აცხადებს, რომ „34 წლის წინ, დღევანდელი აკაცუკების პოლიტიკურმა და ფიზიკურმა წინაპრებმა, პარლამენტის შენობას ზარბაზნები ესროლეს”.


„როგორც ყოველთვის, შალვას აკადემიური და ფაქტებზე დაყრდნობილი, ამომწურავი პასუხი, სადაც ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, მანქურთების პროპაგანდისტებს პასუხები არ აქვთ, უფრო სწორედ აქვთ, მაგრამ უტიფრობენ, მათი სტილია. დიახ, კიდევ ხაზგასმით მინდა დავეთანხმო შალვას, 34 წლის უკან, დღევანდელი აკაცუკების პოლიტიკურმა და ფიზიკურმა წინაპრებმა, პარლამენტის შენობას ზარბაზნები ესროლეს, ახლა კიდევ ეს მანქურთები აგრძელებენ. უბრალოდ, დღეს მეტის თავი არა აქვთ, თორემ უარესის უარესსაც იზამდნენ” ,- წერს გიორგი გამსახურდია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930