გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას მოსწავლეები ესტუმრნენ

30-11-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას, პროექტ „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, თბილისის 97-ე, 215-ე და 219-ე სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. აღნიშნულ სკოლებში საპილოტე პროგრამით ისწავლება საგანი - „სამხედრო საქმე“ და მოზარდები უსაფრთხოების საკითხებს თეორიულად ეცნობიან. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიურობის გაცნობის საშუალება ჰქონდათ. მათ ბაზის ინფრასტრუქტურა, ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. ბრიგადის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების წესებიც გააცნეს.


სკოლის მოსწავლეებმა ქვედანაყოფის ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ერთი დღე ჯარში“ თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.


საგანი „სამხედრო საქმე“ საპილოტედ შერჩეულ სკოლებში ისწავლება. მოსწავლეები თავდაცვის ძალებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ ინფორმაციას სპეციალურად გადამზადებული სამხედრო მოსამსახურეებისგან იღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031