გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყაზახეთმა უკრაინას პროტესტი გამოუცხადა - საგარეო საქმეთა სამინისტრო კასპიის მილსადენის კონსორციუმზე თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოხატავს

30-11-2025

ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც პროტესტს გამოხატავს საერთაშორისო „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ ინფრასტრუქტურაზე, ნოვოროსიისკის პორტის წყლებში განხორციელებული განზრახ თავდასხმის გამო.


განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შემთხვევა უკვე აგრესიის მესამე აქტს წარმოადგენს, რომელიც მიმართულია სამოქალაქო დანიშნულების ობიექტის წინააღმდეგ, რომლის ფუნქციონირებაც საერთაშორისო სამართლის ნორმებით არის დაცული.


ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის აიბეკ სმადიაროვის განცხადებით, როგორც გლობალური ენერგეტიკული ბაზრის პასუხისმგებელი და საიმედო მონაწილე, ყაზახეთი მუდმივად უჭერს მხარს ენერგომატარებლების სტაბილურობასა და შეუფერხებელ მიწოდებას.


განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „კასპიის მილსადენის კონსორციუმი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფაში.


ყაზახეთის მხარე მომხდარს განიხილავს, როგორც ქმედებას, რომელიც აზიანებს ყაზახეთის რესპუბლიკისა და უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს.

ყაზახეთი ელის, რომ უკრაინული მხარე მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად ეფექტურ ზომებს მიიღებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031