გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

30-11-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრთან ავი დიხტერთან, ისრაელის გარემოს დაცვის მინისტრთან იდიტ სილმანთან, ქნესეთის თავმჯდომარესთან ამირ ოხანასთან, ქნესეთის საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელ დავით ბიტანთან.


ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის დეკლარაციას მოეწერება ხელი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას ითვალისწინებს.


დაგეგმილია ისრაელის სოფლის მეურნეობის კვლევითი ჰაბის Volcani Center დათვალიერება, სადაც მინისტრი კვლევითი მიმართულებით ისრაელის შესაძლებლობებს ადგილზე  გაეცნობა.


საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, დაგეგმილია ბიზნესსექტორთან შეხვედრა, რაც ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებების გაღრმავებას და არსებული პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოყენებას ისახავს მიზნად.


ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი იერუსალიმის პატრიარქს შეხვდება. მინისტრი ისტორიულ და რელიგიურ ადგილებს მოინახულებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031