გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: მიუხედავად იმისა, რომ მიჩვეულები ვართ უკრაინის მხრიდან პროვოკაციებს და დეზინფორმაციას, გუშინდელი მათი ინფორმაცია თითქოს საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს დიდი ტყუილი იყო

30-11-2025

ექსპერტი ნინო ფოჩხუა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს უკრაინის დაზვერვის მასალებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები, აცხადებს, რომ დიდი ტყუილია.


მისივე თქმით, ხალხს დიდი ხანია ოპოზიციის მიმართ ნდობა აქვს დაკარგული და სულ ტყუილად ცდილობენ დეზინფორმაციით მუხტის აწევას.


„მიუხედავად იმისა, რომ მიჩვეულები ვართ უკრაინის მხრიდან პროვოკაციებს და დეზინფორმაციას, გუშინდელი მათი ინფორმაცია თითქოს საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს, თან ფაქტების გარეშე, დიდი ტყუილი იყო. აბა ამ გზავნილს როგორ გაატარებდა აქაური აგენტურა, რომ არ ჩართულიყო კამპანიურად, სხვადასხვა მედიაპლატფორმებიდან და ჩირქი არ მოეცხო საკუთარი სამშობლოსთვის, მაგრამ მათ ავიწყდებათ ერთი რამ, ხალხს დიდი ხანია ოპოზიციის მიმართ ნდობა აქვს დაკარგული და სულ ტყუილად ცდილობენ დეზინფორმაციით მუხტის აწევას”, - წერს ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031