გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: თავხედი მანიპულატორი BBC, რომელმაც ტრამპის გამოსვლა გააყალბა, ქართულ პოლიციას აბრალებს პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამლავი გაზის გამოყენებას რადიკალ პედიატრზე, კოტე ჩახუნაშვილსა და ნაცრეჟიმის ჩაფრებზე დაყრდნობით, ზეფსკერი

1-12-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მაუწყებელს მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააყალბა დონალდ ტრამპის გამოსვლა, ახლა კი ქართულ პოლიციას აბრალებს მომწამლავი გაზის გამოყენებას რადიკალ პედიატრზე, კოტე ჩახუნაშვილზე დაყრდნობით.


მისივე შეფასებით, ნაცპროპაგანდისთვის კი უნდა იყოს ეს პროვოკაციული „საგამოძიებო“ სტატია ერთგვარი მაშველი რგოლი, მაგრამ საკმაოდ დახვრეტილია BBC-ის რენომე და წინ მისი ქვეყნის დაფინანსების გადახედვა ემუქრება უამრავ მიზეზთა გამო.


„თავხედი მანიპულატორი BBC, რომელმაც ტრამპის გამოსვლა გააყალბა, ქართულ პოლიციას აბრალებს პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამლავი გაზის გამოყენებას რადიკალ პედიატრზე, კოტე ჩახუნაშვილსა და ნაცრეჟიმის ჩაფრებზე დაყრდნობით, ზეფსკერი! უწინ იქნებოდა რეზონანსული, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თქვა ესა და ეს, მაგრამ ბოლო წლებმა გლობალურ საზოგადოებას ხაზგასმით აჩვენა - BBC დაეცა სტანდარტულ „ფეიქნიუსერობამდე“. მისი ტენდენციური სარედაქციო პოლიტიკის პრიორიტეტებია: ბრძოლა პატრიოტულ ძალებთან, ულტრამემარცხენეობის დღის წესრიგის პრომო - ე.წ. მწვანე პოლიტიკა, ტრანსგენდერიზმი და ზოგადად, ვოუქიზმი. ნაცპროპაგანდისთვის კი უნდა იყოს ეს პროვოკაციული „საგამოძიებო“ სტატია ერთგვარი მაშველი რგოლი, მაგრამ საკმაოდ დახვრეტილია BBC-ის რენომე და წინ მისი ქვეყნის დაფინანსების გადახედვა ემუქრება უამრავ მიზეზთა გამო“, - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031