გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კირცხალია BBC-ის სტატიაზე: ეს უკვე ტვინის გამორეცხვაც აღარ არის, ეს საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა და ამავდროულად კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს აგენტურისა და მათი პატრონების ქმედებების მასშტაბებს და აბსურდულობას

1-12-2025

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.


„რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ტყუილის გამო ბიბისის დირექტორს და ახალი ამბების ხელმძღვანელს გადადგომა მოუწიათ…

ახლა გამოაგდეს ახალი სიგიჟე, საქართველომ მომიტიგეების წინააღმდეგ ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენაო და იცით ვის და რას „ეყრდნობიან“? - ჩახუნაშვილის, ხასაიას, გიგაურს, შაიშმელაშვილს და ა.შ.


ეს ჩვენი აგენტი რადიკალებიც სრული სერიოზულობით აზიარებენ სოციალურ ქსელებში. რა უქნეს და სად მიიყვანეს ეს ხალხი, ამითაც მარტივი მისახვედრია!


ეს უკვე ტვინის გამორეცხვაც აღარ არის, ეს საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა და ამავდროულად კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს აგენტურისა და მათი პატრონების ქმედებების მასშტაბებს და აბსურდულობას“, - წერას კირცხალია. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930