გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე BBC-ზე: სირცხვილია, როცა მედია, რომელიც ოდესღაც სტანდარტებს ქმნიდა, დღეს თავად იქცა „ფეიკ-მედიად“

1-12-2025

„ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ბიბისი“ დაეშვა იქამდე, რომ საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე ზეწოლისთვის მზადაა ნებისმიერი სიგიჟე გამოიყენოს.


მისი შეფასებით, სირცხვილია, როცა მედია, რომელიც ოდესღაც სტანდარტებს ქმნიდა, დღეს თავად იქცა სტანდარტულ „ფეიკ-მედიად“.


„BBC, welcome to the fake-news industry“ - იქ უკვე დიდი ხანია გელიან! როცა ოდესღაც სანდო მედია უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას ავრცელებს და „ტვ პირველისგან“ აღარაფრით განსხვავდება, ეს ერთ რამეს ნიშნავს - „ბიბისი“ დაეშვა იქამდე, რომ საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე ზეწოლისთვის მზადაა ნებისმიერი სიგიჟე გამოიყენოს.


სირცხვილია, როცა მედია, რომელიც ოდესღაც სტანდარტებს ქმნიდა, დღეს თავად იქცა სტანდარტულ "ფეიკ-მედიად“, - წერს ქადაგიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31