გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: პლინტუსს ქვემოთ ჩაშვებულ BBC-თან განცხადებების და უარყოფების ენით საუბარს, სჯობს სამართლებრივი გზით დავა, რომ მორიგ ჯერზე, ისევე როგორც დონალდ ტრამპის სიტყვის გაყალბების შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ჩააყოფინო დინგი ტალახში

1-12-2025

კრიზისის PR მენეჯმენტის „წმინდა წესია“, რომ როდესაც შენი ორგანიზაციის, პარტიის (მით უმეტეს მმართველის) წინააღმდეგ აგორდება ბინძური ინფორმაციული კამპანია, თუ პროვოკაცია, პასუხი უნდა იყოს მყისიერი და ადეკვატური, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ბიბისის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.


მისივე შეფასებით, BBC-ი გაბახებულია „Deep State“-ს მიერ და თან არაერთხელ, ეს პასქვილიც საქართველოზე, ამის შედეგია.


„კრიზისის PR მენეჯმენტის „წმინდა წესია“, რომ როდესაც შენი ორგანიზაციის, პარტიის (მით უმეტეს მმართველის) წინააღმდეგ აგორდება ბინძური ინფორმაციული კამპანია, თუ პროვოკაცია, პასუხი უნდა იყოს მყისიერი და ადეკვატური.


ამ კონკრეტულ შემთხვევაში პლინტუსს ქვემოთ ჩაშვებულ BBC-თან განცხადებების და უარყოფების ენით საუბარს, რაც მათზე არ ჭრის, სჯობს სამართლებრივი გზით დავა, რომ მორიგ ჯერზე, ისევე როგორც დონალდ ტრამპის სიტყვის გაყალბების შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ჩააყოფინო დინგი ტალახში.


აღარ არის BBC „ის თამრო“ რაც იყო. გაბახებულია „Deep State“-ს მიერ და თან არაერთხელ. ეს პასქვილიც საქართველოზე, ამის შედეგია. როგორც ჩანს, მზადდება ნიადაგი საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სადამსჯელო ზომებისთვის“, - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031