გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: თითქოს აღარაფერი უნდა გაგვკვირვებოდა მას მერე, რაც BBC-მ დონალდ ტრამპის სიტყვები გააყალბა, მაგრამ ეს ანტირეკორდიც თავად მოხსნეს

1-12-2025

თითქოს აღარაფერი უნდა გაგვკვირვებოდა მას მერე, რაც ტელეკომპანია BBC-მ დონალდ ტრამპის სიტყვები პირდაპირ ეთერში შეცვალა და გააყალბა, მაგრამ ეს ანტირეკორდიც თავად მოხსნეს, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია გასულ წელს, დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.


წილოსანის განცხადებით, ქართულ პოლიციას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რადიკალების განცხადებებზე დაყრდნობით ადანაშაულებენ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ BBC-მ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც იყო საჭირო დანაშაულის დაბრალებისთვის.


„თითქოს აღარაფერი უნდა გაგვკვირვებოდა მას მერე, რაც ტელეკომპანია BBC-მ დონალდ ტრამპის სიტყვები პირდაპირ ეთერში შეცვალა და გააყალბა, მაგრამ ეს ანტირეკორდიც თავად მოხსნეს - სრულიად გაუგებარი და უსტატუსო რადიკალების განცხადებებზე დაყრდნობით, რამდენიმე აცრემლებული დემონსტრანტის ჩვენებით და ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, ახლა ქართულ პოლიციას პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.


როგორც ჩანს, BBC-იმ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც იყო საჭირო დანაშაულის დაბრალებისთვის. პრინციპში, თეთრი სახლის ვებგვერდზე, უკვე ღიად, დეზინფორმატორების სიაშია ვხედავთ ამ ერთ დროს მაღალრეპუტაციულ მედია საშუალებას“, - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031