გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გაბუნია: „ნაცი“პედიატრი ჩახუნაშვილი, რომელსაც არანაირი ექსპერტული ცოდნა-განათლება არ გააჩნია, სოცმედია გამოკითხვაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას, მის „სამეცნიერო“ კვლევაზე დაყრდნობით კი, BBC „ვრემია“ აკეთებს სიუჟეტს

2-12-2025

„ნაცი“ პედიატრი ჩახუნაშვილი, რომელსაც არანაირი ექსპერტული ცოდნა-განათლება არ გააჩნია, სოცმედია გამოკითხვაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას და ვარაუდობს, რომ ერთი წლის წინ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა კონკრეტულად ბრომბენზილ ციანიდი“, - ამის შესახებ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია წერს სოციალურ ქსელში.


გაბუნიას განცხადებით, აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით BBC-მ გააკეთა სიუჟეტი, რის გასამყარებლადაც მათ საქართველოში მოქმედ „ენჯეო“ აგენტურა გამოიყენეს.


„„ნაცი“ პედიატრი ჩახუნაშვილი, რომელსაც არანაირი ექსპერტული ცოდნა-განათლება არ გააჩნია, სოცმედია გამოკითხვაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას და ვარაუდობს, რომ ერთი წლის წინ, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა კონკრეტულად, ბრომბენზილ ციანიდი. ნაცი ჩახუნაშვილის „სამეცნიერო“ კვლევაზე დაყრდნობით კი, BBC „ვრემია“ აკეთებს სიუჟეტს და ხელისუფლებას აბრალებს აკრძალული ნივთიერების გამოყენებას. სიუჟეტში განხილული ჭორის გასამყარებლად, BBC იყენებს „ენჯეო“ აგენტურის გურუს გიგაურს და კრიმინალ ბაჩიაშვილს.


ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ სიუჟეტის საფუძველზე უეცრად ევროკავშირის პრესსპიკერი აკეთებს განცხადებას და ასევე, ჰააგის სასამართლოსთან „ლაივ“ ჩართვით ჩნდება ანა დოლიძე, საიდანაც აკეთებს განცხადებას... ამას ჰქვია: გამოდით, გიცანით...“, - წერს გიორგი გაბუნია Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031