2-12-2025
„ალდე" იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის" (ALDE) განცხადებას ეხებოდა.
პრემიერის თქმით, „ალდეს" აქვს ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი „ფეიკ" ტელევიზიის მხრიდან.
„ეს არის მარტივი, კოორდინირებული სქემა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. მარტივი სიყალბე გაავრცელეს. „ალდე" იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში. ამაზე უნდა წუხდეს „ალდე" და ამ დროს, მათ აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი „ფეიკ" ტელევიზიის მხრიდან. ასე გაირკვა, რომ „ფეიკ" ტელევიზიამ გაავრცელა კონკრეტული ყალბი ინფორმაცია. „ალდე" დღეს უნდა წუხდეს სწორედ ამაზე, რომ მისი წევრი, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში. ამაზე უნდა წუხდეს, თუმცა „ალდე" ცდილობს, სიყალბეზე დაყრდნობით გადაიტანოს აქცენტები, რაც მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც კონკრეტულად ამ ევროპულ პარტიაშია შექმნილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
| « მარტი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 | |||||