გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილს ძველი იერუსალიმის ისტორიულ უბანში სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრმა უმასპინძლა

2-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის ისტორიული უბნის გაცნობა ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრის, ავი დიხტერის ინიციატივით და ორგანიზებით მოხდა.


ქართული დელეგაციის წევრებმა ის უნიკალური ისტორიული ადგილები დაათვალიერეს, რომლებიც მსოფლიო კულტურისთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს წარმოადგენს; მოინახულეს გოდების კედელი და მისი მიწისქვეშა გვირაბები, სადაც ბოლო პერიოდში რიგი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები დაფიქსირდა და ამჟამად ინტენსიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.


დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის მხარეს გულთბილი მიღებისა და უნიკალური მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობისთვის.

ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველო-ისრაელის პარტნიორობის გაღრმავებას სოფლის მეურნეობის და სურსათის უსაფრთხოების მიმართულებებით; ასევე,  შესაბამის სექტორებში გამოცდილების გაზიარებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031