გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხიდაშელი საქართველოს წინააღმდეგ - ტაივანიდან დაფინანსებულმა სუბიექტმა სახდეპს „დოკუმენტი“ გაუგზავნა, სადაც ამტკიცებს, რომ საქართველო ირანს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, „დოკუმენტი“ აგებულია საჯარო ვიზიტებზე, შეხვედრებზე და სხვა...

2-12-2025

ტაივანიდან დაფინანსებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თინა ხიდაშელმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნა დოკუმენტი იმის თაობაზე, თუ როგორ იყენებენ ირანული კომპანიები საქართველოს სანქციების გვერდის ავლისთვის.


აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში მიზეზად დასახელებულია ყველა ის ფაქტი, რაც საზოგადოებისთვის საჯაროდ ისედაც ცნობილია.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში, დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა „ქართული ოცნების“ მთავრობასა და ირანს შორის სტაბილურად ფართოვდება.


ამის მაგალითად მოყვანილია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ირანში. ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის საქართველოში ირანის საელჩოში სტუმრობა, რა დროსაც საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, სამძიმარი გამოთქვა ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა მიმართ და სოლიდარობა გამოხატა ირანის მიმართ.


ასევე, დოკუმენტში მითითებულია „ქართულ ოცნებასა“ და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, საქართველოსა და ირანს შორის ვაჭრობა სტაბილურად იზრდება. აღნიშნულია, რომ მხოლოდ 2024 წელს, საქართველოში ირანიდან დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში ირანული ნავთობის ექსპორტის მზარდი მოცულობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს შეიძლება ირანის ირიბ ფინანსურ მხარდაჭერაზე მიუთითებდეს.


ასევე, აღნიშნულია, რომ ირანის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაარსებული კომპანიების რაოდენობა სტაბილურად იზრდება.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დოკუმენტში წერია, რომ „ბოლო დროს საქართველო-ირანის თანამშრომლობის გაძლიერების გათვალისწინებით, დასაბუთებულია დასკვნა, რომ ირანი სულ უფრო მეტად იყენებს საქართველოს, როგორც დერეფანს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031