გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპატრულო პოლიციამ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

3-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს კახეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ვ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.

სამართალდამცველებმა ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 7 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი ნივთმტკიცება ამოიღეს.

პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031