გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებულია

3-12-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის მიმდინარე მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მისი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს მე-4 ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ. გამარჯვება ეროვნული გვარდიის გუნდმა მოიპოვა.


მეორე ადგილზე მე-4 ქვეითი ბრიგადა, ხოლო მესამე ადგილზე მე-2 ქვეითი ბრიგადა გავიდა. გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრმა გადასცა. სამივე ადგილზე გასული გუნდების წევრები კი მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე, გამოვლინდა „საუკეთესო ფეხბურთელი“ და „საუკეთესო მეკარე“.


თავდაცვის სამინისტროში ტურნირი მინი ფეხბურთში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 16 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი მინი ფეხბურთში ყოველწლიურად ტარდება, რაც სამხედროებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031