გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გამართული მენეჯმენტი, ძლიერი ინსტიტუტები და კორუფციისგან თავისუფალი გარემო, მოლდოვაში არის უმძიმესი პრობლემები, ინსტიტუტების სისუსტე, მაღალი დონის კორუფცია

3-12-2025

ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გამართული მენეჯმენტი, ძლიერი ინსტიტუტები და კორუფციისგან თავისუფალი გარემო, მოლდოვაში არის უმძიმესი პრობლემები, ინსტიტუტების სისუსტე, მაღალი დონის კორუფცია, თუმცა გვესმის უხეში განცხადებები, თითქოს მოლდოვა არის ჩვენზე წინ, ფაქტები ადასტურებს ყველაფერში საპირისპიროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლდოვის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოლდოვურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, უკვე გამოქვეყნდა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, საქართველომ 5 წელიწადში მოლდოვასთან ეკონომიკაში სხვაობა გაზარდა 12,5 მილიარდი დოლარით.


„ეს არის უზარმაზარი სხვაობა. დაახლოებით 3 მილიარდი დოლარით გაიზარდა შესაბამისად სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ბიუჯეტებს შორის. ეს ეფუძნება იმას, რომ ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გამართული მენეჯმენტი, ამასთან ერთად გვაქვს ძლიერი ინსტიტუტები და კორუფციისგან თავისუფალი გარემო. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველოში ეკონომიკა ბევრად უფრო სწრაფად იზრდება. ამისგან განსხვავებით, მოლდოვაში არის უმძიმესი პრობლემები, ეს ყველაფერი გამოიხატება ეკონომიკაში, არის ინსტიტუტების სისუსტე, მაღალი დონის კორუფცია.


რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მოლდოვას უჭირს საკუთარი ეკონომიკის განვითარება, თუმცა გვესმის უხეში განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოლდოვა არის ჩვენზე წინ. ფაქტები ადასტურებს ყველაფერში საპირისპიროს. ეს ეხება როგორც ეკონომიკას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კორუფციისგან თავისუფლებას და ნებისმიერ სხვა პარამეტრს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031