გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის, დანარჩენი დამოკიდებულია სამართლიანობაზე

3-12-2025

ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის, დანარჩენი დამოკიდებულია სამართლიანობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროპული ბიუროკრატიის სამარცხვინო მიდგომა შეიცვლება.


ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რაც შეეხება ევროკავშირის მიდგომებს, თუ გაგრძელდება ის სამარცხვინო მიდგომა, რასაც ვხედავთ აქამდე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რა თქმა უნდა, იქაც შეიძლება გაგრძელდეს უსამართლობა. ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის, ვალდებულებებია შესასრულებელი ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან გამომდინარე, დანარჩენი დამოკიდებულია სამართლიანობაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031