გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დარგობრივი სერვისების ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

3-12-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დარგობრივი სერვისების ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.


საბჭოს პირველი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მსოფლიო დღეს გაიმართა.


მინისტრმა საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა და ინკლუზიური განათლების სერვისების დახვეწისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


გივი მიქანაძის თქმითსაკოორდინაციო საბჭო ხელს შეუწყობს ინკლუზიურობაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარების პროცესში უწყებათაშორისი პარტნიორობის განვითარებასინიციატივების მრავალმხრივ შეფასებას და პროექტების კოორდინირებულ მართვას.


საბჭო წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმასრომელიც უწყებათაშორისი თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით აერთიანებს განათლების ყველა საფეხურისასევე მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელ უწყებებს.


საბჭოს წევრები არიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებირომლებიც ბავშვზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სფეროში არსებულ სერვისებსა და პროგრამების განვითარებაზე მუშაობენ.


საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები პერმანენტულად გაიმართებარაც შესაძლებლობას მისცემს მის წევრებსგანიხილონ განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებიშეაფასონ სერვისების განვითარების დინამიკა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.


პირველ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს განათლებისმეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031