გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე: BBC-ის გამოუკითხავს ექიმები, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს

3-12-2025

„საქართველოში გამოიყენეს ქიმიური იარაღი“ - სად ჩანს, რომელ კვლევაში?! BBC-ის გამოუკითხავს ექიმები, ბოდიში, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს, - ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა თეიმურაზ კობიძემ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.


ტოქსიკოლოგის განცხადებით, ცრემლმდენი აირის მოწამვლის ჩივილებით არცერთი ადამიანი სტაციონარში არ მისულა.


„ჩატარდა რაღაც გამოკვლევა გაურკვეველ ხალხში, იმიტომ, რომ ზოგან ნაჩვენებია, რომ 69 ადამიანი იყო, მერე აღმოჩნდა, რომ ეს იყო 300 ადამიანი. ჩატარდა კვლევა, სადაც სუბიექტური ხალხის ჩივილები არის აღწერილი და აქედან გამომდინარეობს სტატია. „საქართველოში გამოიყენეს ქიმიური იარაღი“ - სად ჩანს, რომელ კვლევაში?! BBC-ის გამოუკითხავს ექიმები, ბოდიში, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს. მოწამლული ადამიანი მირბის საავადმყოფოში და მიდის ექიმებთან, როგორც ცნობილია. ცრემლმდენი, გამაღიზიანებელი აირის მოწამვლის გამო საქართველოში არცერთი ადამიანი სტაციონარში არ არის მოსული“, - განაცხადა თეიმურაზ კობიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031