გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში Starbucks შემოდის - როდის/სად გაიხსნება პირველი ობიექტი?

4-12-2025

საქართველოს ბაზარზე Starbucks შემოდის. როგორც BMG-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ბრენდი საქართველოში ქუვეითურ Alshaya group-ი შემოჰყავს, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი მათი თურქეთის ოფისი იმუშავებს.


ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მიმდინარე კვირის განმავლობაში საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლებს ელოდებიან.


პირველ ეტაპზე ბრენდი ობიექტებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გახსნის, 7-8 წლიან პერსპექტივაში საუბარია მთელი საქართველოს მასშტაბით 50-მდე ფილიალის გახსნაზე.


BMG-ის ინფორმაციით, პირველი ფილიალი თბილისში, ვაკეში 2026 წლის მარტში გაიხსნება. Starbucks ქსელური რესტორნის გახსნა იგეგმება „თბილისი აუთლეტ ვილიჯშიც.“ კომპანია „ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის“ მეწილე და მმართველი პარტნიორი გუგა ცანავა BMG-თან ადასტურებს, რომ ბრენდთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


„მე არ ვარ ის პირი ვინც დაგიდასტურებთ მათი სახელით ოფიციალურად შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რაც ჩვენი სახელით შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს. „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ საუბარია ერთი ობიექტი გახსნაზე. ინტერესი არსებობდა კოვიდამდე პერიოდშიც, თუმცა მაშინ პროცესები პანდემიამ გააჩერა, ახლა კი დაახლოებით 1 წელია ეს სამუშაოები მიმდინარეობს.“ - აღნიშნა ცანავამ.


ამ ეტაპზე უცნობია რა ეღირება „სტარბაქსის“ ყავა საქართველოში.


ინფორმაციისთვის, Starbucks ამერიკული კომპანია, რომლის სათავო ოფისი — სიეტლში, აშშ მდებარეობს. ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავახანების ქსელია. პირველი Starbucks 1971 წლის 30 მარტს სწორედ ქალაქ სიეტლში გაიხსნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031