გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისის სამი საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლესთან საინფორმაციო-შემეცნებითი ტრენინგების ციკლი ჩატარდა

4-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისის სამი საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლესთან საინფორმაციო-შემეცნებითი ტრენინგების ციკლი ჩატარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

 

ტრენინგები მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას.


ტრენინგების პროგრამა მოიცავდა თემებს: ნარჩენების მართვა და დახარისხების პრაქტიკული მიდგომები; პლასტმასის უარყოფითი გავლენა გარემოზე და დაზოგვის, შემცირების და ხელახლა გამოყენების ალტერნატივები; ადგილობრივი ეკოსისტემების და თბილისის ურბანული გარემოს დაცვა; ცხოვრების სტილის მცირე ცვლილებების შედეგად ნახშირბადის ნაკადის შემცირება; გარემოსდაცვითი აქტივიზმი და ახალგაზრდული ინიციატივების გაძლიერება.


ტრენინგები მოიცავდა ლექციებს, პრაქტიკულ სამუშაოებს, ჩანახატების/პოსტერების შექმნას და ჯგუფური დავალებებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.


„ჩვენი მიზანია, სკოლებში ეკოლოგიური ცნობიერება არა მხოლოდ ინფორმაციულ, არამედ პრაქტიკულ დონეზეც გავზარდოთ. როდესაც ბავშვები თავად ხედავენ, როგორ მოქმედებს მათი ყოველდღიური ქცევა გარემოზე, ცვლილება გაცილებით მარტივად ხდება“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031