გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრები გაიმართა

4-12-2025

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.


საინფორმაციო შეხვედრები სპეციალიზებული პროკურორების მონაწილეობით, საქართველოს ოთხ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ხაშურსა და ქობულეთში მანდატურებთან, სოციალურ მუშაკებთან და სამსახურის სხვა თანამშრომლებთან გაიმართა.


შეხვედრების ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა პროკურორებს გაუზიარეს არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მიზნით სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება, ასევე, დასვეს შეკითხვები მსხვერპლთა უფლებების დაცვის საკითხებზე, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.


16 დღიანი გლობალური კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ოჯახური დანაშაულების პრევენციაა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031