გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

4-12-2025

პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ „შემოსავლების სამსახურის" საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის" მებაჟე ოფიცერს ბრალდება წარუდგინა.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო 1000 აშშ დოლარი.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031