გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ხიდურელი: სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ინტენსიურად თანამშრომლობს Alshaya Group-თან „სტარბაქს"-ის ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით

4-12-2025


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის, მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სააგენტო ინტენსიურად თანამშრომლობს Alshaya Group-თან „სტარბაქს"-ის ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით.


„საქართველოს ბაზარზე „სტარბაქს"-ის ბრენდის შემოსვლის საკითხი აქტიურ ეტაპზე გადავიდა, 2025 წელს საქართველოს რამდენჯერმე ეწვია კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია. სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობს ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.


„აწარმოე საქართველოში" დირექტორის ინფორმაციით, ბაზრის კვლევის პროცესი მოიცავს როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და სხვა მსხვილი ქალაქების შეფასებას, სადაც კომპანია რამდენიმე ობიექტის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს.


„პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში. მას შემდეგ, რაც Alshaya Group საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, სააგენტო კომპანიასთან ერთად ოფიციალურ, ერთობლივ განცხადებას გაავრცელებს", - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031