გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი: ბიძინა ივანიშვილს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მას აქვს სამშობლო და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო

4-12-2025

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე კომენტარს აკეთებს.


დეპუტატი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უპასუხებს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას, „ემუქრება თუ არა საფრანგეთის მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილს საფრთხე“  პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი „საფრთხე არ ემუქრება“.


მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ინტერესებს არ უღალატებს.


„[ბიძინა ივანიშვილს] არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მას აქვს სამშობლო და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო და ის ყველაფერს აკეთებს საქართველოსთვის. შეიძლება ჰქონდეს საფრანგეთის მოქალაქეობა, მაგრამ იმის გამო, რომ შეიძლება თეორიულად რაღაც დაემუქროს, საქართველოს ინტერესებს არ უღალატებს“- აცხადებს შარმანაშვილი.


ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რითაც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031