გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

5-12-2025

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტამისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს სპეციალისტი მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, 1400 აშშ დოლარის სანაცვლოდ, შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე, ტურისტული ზონის მოწყობის უფლების მიღებაში დაეხმარებოდა. ბრალდებული სამართალდამცველებმა მოთხოვნილი თანხის გადაცემის დროს დააკავეს.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (თაღლითობის მცდელობა, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031