გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაბა კაზრეთში მაგისტრალურ არხზე წყლის მიმწოდებელი ახალი ნაგებობა მოეწყო

5-12-2025

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში მაგისტრალურ სარწყავ არხზე წყლის მიმწოდებელი ახალი ნაგებობა მოეწყო.


შედეგად, გაუმჯობესდა სარწყავი სისტემის ფუნქციონირება, რადგან ახალმა კონსტრუქციამ წყლის უწყვეტი და უსაფრთხო გატარება უზრუნველყო; სრულად აღმოიფხვრა წყლის ფილტრაციის პრობლემა დაზიანებულ მონაკვეთებზე, რაც დიდ დანაკარგს იწვევდა და არხი სრულად ვერ იტვირთებოდა.


ჩატარებული საექსპლუატაციო სამუშაოები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან წყალუზრუნველყოფა, საერთო ჯამში, 65 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდა.


კაზრეთის მიმდებარედ არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე სარწყავი წყლის სტაბილური მიწოდება აგრომოსავლიანობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ადგილობრივ ფერმერებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ წყალი მიიღონ დანაკარგის გარეშე, განსაზღვრული გრაფიკით და მოცულობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728