გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

5-12-2025

შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, როცა „ბი-ბი-სი" ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ ტელევიზიაში.


„გაირკვა, რომ მამა-შვილ ჩახუნაშვილების ინტერვიუ იწყება პოლიტიკური აბზაცებით და განცხადებებით. როცა „ბი-ბი-სი" ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ კონკრეტულ ტელევიზიაში. არაფრიდან სკანდალს ვერ შექმნით.


როდესაც მიმართვიანობა არ ჰქონდათ და ერთადერთი ხელში შერჩათ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, ნუღარ ეცდებით თუთიყუშიდან სკანდალის შექმნას. გამოძიება შეისწავლის იმას, ვინ იყო ჩართული ამ მტრულ საქმიანობაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა, მაგრამ ამით სკანდალს ვერ შექმნით.


შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, იყენებდა კონკრეტულ ნივთიერებას, კონკრეტულ გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031