გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ორგანიზაციები, რომლებსაც ეწოდებათ ფაქტების გადამოწმებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები, თავად ავრცელებდნენ და დღემდე ავრცელებენ ტყუილებს, „ნაცმოძრაობის" წიაღიდან წამოსული ადამიანების საფუძველზე შეიქმნა ეს სქემა სპეცსამსახურების მიერ

5-12-2025

ორგანიზაციები, რომლებსაც ეწოდებათ ფაქტების გადამოწმებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები, თავად ავრცელებდნენ და დღემდე ავრცელებენ ტყუილებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული ჩვეულებრივი სქემა.


„ძალიან კარგად მოგეხსენებათ, ვინ არიან ეს ე.წ. „ფაქტჩეკერები". ესეც იყო სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული სქემა და მთელი ნონსენსი ამ ყველაფერში მდგომარეობს რაში, რომ ორგანიზაციები, რომლებსაც ეწოდებათ ფაქტების გადამოწმებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები, თავად ავრცელებდნენ და დღემდე ავრცელებენ ტყუილებს. ეს არის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული ჩვეულებრივი სქემა. სწორედ რომ „ნაცმოძრაობის" წიაღიდან წამოსული ადამიანების საფუძველზე შეიქმნა ეს სქემა, სპეცსამსახურების მიერ, საქართველოში. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებით.


"ფაქტჩეკერებს", ზოგადად, ვიზები არ ეკუთვნით და თუ ეს მიდგომა აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, ეს არის ძალიან კარგი." - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31