გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის უფასო სწავლების უმნიშვნელოვანესი პროექტი არჩევნებს კი არ უკავშირდება, არამედ განათლების სფეროს განვითარებას, ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე აბიტურიენტისთვის ცოდნის მიღების შესაძლებლობას

5-12-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, პრემიერ - მინისტრის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „2026 წლის მიღებიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა იქნება უფასო“.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ამ ისტორიული და სოციალური სამართლიანობის ნაბიჯით, ხელისუფლება კვლავ ადასტურებს მოქალაქეებზე ზრუნვის შეუქცევად პოლიტიკას.


„სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის უფასო სწავლების უმნიშვნელოვანესი პროექტი არჩევნებს კი არ უკავშირდება, არამედ განათლების სფეროს განვითარებას, ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე აბიტურიენტისთვის ცოდნის მიღების შესაძლებლობას. ამ ისტორიული და სოციალური სამართლიანობის ნაბიჯით ხელისუფლება კვლავ ადასტურებს მოქალაქეებზე ზრუნვის შეუქცევად პოლიტიკას. ხოლო პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ცალკეულმა ლექტორებმა დროა, იფიქრონ საკუთარი უნარ-ჩვევების დახვეწაზე და არა ქუჩის აქტივისტობაზე და პოლიტიკანობაზე, მათ სფეროში საინტერესო კონკურენციული პერიოდი დგება“, - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930