გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: სუსის ბრიფინგზე დადასტურდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი დეზინფორმაციული კამპანია მარცხით დასრულდა, იმედია, ახლა მაინც წარდგებიან პროვოკატორები კანონის წინაშე და აგებენ პასუხს მთელი სიმკაცრით

6-12-2025

„ის, რაც ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, დღეს ოფიციალურად დადასტურდა - გამორიცხულია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური მომწამლავი ნივთიერება გამოეყენებინა. ეს სრულიად ნათელია“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სუსის ბრიფინგის შესახებ სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, ამ საქმეში ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციაში ჩაებნენ თავად საქართველოს მოქალაქეები.


„ის რაც ჩემთვის ნათელი იყო დღეს სუსის ბრიფინგზე ოფიციალურად დადასტურდა. გამორიცხულია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური მომწამლავი ნივთიერება გამოეყენებინა, ეს გასაგებია. ამ ქეისში ყველაზე აღმაშფოთებელი არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩაებნენ საკუთარი ქვეყნის გაშავებაში საერთაშორისო არენაზე. სულ ერთი და იგივე ადამიანები სამოქალაქო სექტორისგან, სამედიცინო სფეროდან და ა. შ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ როცა ვივამედელი პაციენტის განთავისუფლების ესტაფეტაში ჩაებნენ, ყველაფერი იკადრეს, და არ დაისაჯნენ..”, - წერს ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031