გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: BBC-ის ჟურნალისტებმა ისეთი სიუჟეტი მოამზადეს, რომელიც სადამ ჰუსეინის ხელმეორედ დასასჯელადაც გამოდგებოდა - არ შეიძლება უცხოეთში ვინმემ დაგეგმოს ახალი სიბინძურეები, რომელშიც ადგილობრივი აგენტები საცირკო ილეთებით მონაწილეობდნენ

6-12-2025

„დასხდნენ ხელმოცარულები და მერამდენედ დამარცხებული აგენტები და მოიფიქრეს: „პირველ მსოფლიო ომში ვინც არ მოწამლეს, საქართველოს ხელისუფლებამ ქიმიური ნივთიერებით მოწამლა“. ამის შემდეგ მოიხმეს BBC-ის „უჭკვიანესი გამომძიებელი ჟურნალისტები“ და მათაც ისეთი სიუჟეტი მოამზადეს, რომელიც სადამ ჰუსეინის ხელმეორედ დასასჯელადაც გამოდგებოდა“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, დროა, რომ ადგილობრივი აგენტების პარპაში სახელმწიფომ დაასრულოს.


„დასხდნენ ხელმოცარულები და მერამდენედ დამარცხებული აგენტები და მოიფიქრეს: „პირველ მსოფლიო ომში ვინც არ მოწამლეს, საქართველოს ხელისუფლებამ ქიმიური ნივთიერებით მოწამლა“. ამის შემდეგ მოიხმეს BBC-ის „უჭკვიანესი გამომძიებელი ჟურნალისტები“ და მათაც ისეთი სიუჟეტი მოამზადეს, რომელიც სადამ ჰუსეინის ხელმეორედ დასასჯელადაც გამოდგებოდა. საინტერესო კი ის არის, რომ ამ აბსურდულ თეატრს მათივე უცხოელი პატრონები ისეთი გაოცებული აღშფოთებით გამოეხმაურნენ, თითქოს ეს სიბინძურე მათ მიერ დაგეგმილი არ ყოფილიყო. აგენტები კიდევ უფრო გამხნევდნენ და შოუებში მონაწილეობისათვის უკვე ყველაზე მძიმე არტილერიას იყენებდნენ, სალაპარაკოდ მოჰყავთ ერთმანეთზე უფრო სასაცილო ადამიანები, რომელთაგან ზოგის თუთიყუშს ბუმბული გასცვივდა, ზოგის ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, ზოგიც მოწამვლის შემდეგ ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ექიმებმა განაცხადეს: „წესით, ცოცხალი არ უნდა იყოსო“. ვფიქრობ, დროა, ეს მარაზმი დასრულდეს. არ შეიძლება უცხოეთში ვინმემ დაგეგმოს ახალი სიბინძურეები, რომელშიც ადგილობრივი აგენტები იაფფასიანი საცირკო ილეთებით მონაწილებდენენ, შემდეგ კი ვიღაცები ამის საფუძველზე რეზოლუციებს წერდნენ და სანქციებით იმუქრებოდნენ. პროვოკატორებისა და შანტაჟისტების დრო უნდა დასრულდეს, სახელმწიფომ კი უნდა ინებოს და ალაგმოს ეს სულგაყიდული აგენტების პარპაში“, - წერს ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031