გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: მერამდენედ უნდა დადასტურდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსდება გარედან და ემორჩილება გარე დაკვეთებს, ესენი, თავის ლობისტებთან ერთად, არიან მავნებლები და მათი საფუძველი არის ტყუილი და დეზინფორმაცია

6-12-2025

„უკვე მერამდენედ უნდა დადასტურდეს, რომ რადიკალური ოპოზიცია, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსდება გარედან და ემორჩილება გარე დაკვეთებს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე საუბრისას, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ლობისტური ჯგუფის საშუალებით, პიარ კამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე. ხუნდაძის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ლობისტებთან ერთად, არიან მავნებლები და მათი საფუძველი არის ტყუილი და დეზინფორმაცია.


„ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა, რომ „ნელსონ მალინსი“, არის ასეთი ლობისტური კომპანია, რომელიც დაქირავებული ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი დაკვეთით ახდენდა დესტრუქციას სხვადასხვა ტელევიზიებთან, სხვადასხვა მედიასაშუალებებთან. მე ვფიქრობ, BBC-იც არის ამ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი, რომ BBC-მ მტრობის სტიმულირებისთვის შემოაგდო თემა, მაგრამ როგორც ხედავთ მავნებლობა შიშვლდება ისევე, როგორც მათი ძირითადი მტკიცებულების ობიექტი - თუთიყუში. ასე რომ, ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და ასეთი მექანიზმებით უკვე შეუძლებელია, რომ საზოგადოების აზრი შეცვალოს. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ესენი თავის ლობისტებთან ერთად არიან მავნებლები და მათი საფუძველი არის ტყუილი და დეზინფორმაცია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031